„რუსთავი 2-ს“ აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მონაწილეთა 34%, პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, სანდო ინფორმაციის მისაღებად ენდობა, რაც სხვა არხებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
NDI-ის კვლევის მიხედვით, სანდოობით, მეორე ადგილზე „იმედია“ და მას გამოკითხულთა 32% ასახელებს.
ასევე 16% ამბობს, რომ არცერთ არხს არ ენდობა.
კვლევაში მეოთხე ადგილზე „პირველი არხი“ 3%-ით გავიდა. 2% მიიღო „ობიექტივმა“, ხოლო „პალიტრა TV“-მ, „მაესტრომ“, „TV პირველმა“, რუსეთის პირველმა არხმა და „GDS“-მა თითო-თითო პროცენტი მიიღეს.