2017 წლის რთველზე კახეთში ხარისხიან ყურძენზე სუბსიდირება აღარ გაიცემა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული. გამონაკლისი იქნებიან ის ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტსა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილს აწარმოებენ.
ამ შემთხვევაში რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშებზე სახელმწიფო 35 თეთრს გადაიხდის. სუბსიდირების შეწყვეტა არ ეხება რაჭა-ლეჩხუმს. სახვანჭკარე ჯიშებზე, ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე სახელმწიფო სუბსიდირება - 1 კილოგრამზე 2 ლარი იქნება.