18 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
სასჯელაღსრულებაში არსებული შესაძლო კორუფცია - გიორგი ბაჯელიძე პროკურატურაში დაკითხეს

თითქმის 4 საათს მიმდინარეობდა გიორგი ბაჯელიძის დაკითხვა პროკურატურაში. საგამოძიებო უწყებიდან გამოსული "შეაჩერე კორუფციის" ხელმძღვანელის თქმით, სამართალდამცველებს მან სასჯელაღსრულების უწყებაში არსებული შესაძლო კორუფციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო.

არიან თუ არა საქმესთან დაკავშირებული სხვა პირები დაკითხული, გამოძიება არ ასაჯაროებს.

დღის ამბები