სახალხო დამცველის წარმომადგენელი, გორის მოსახლეობას შეხვდა. ნათია კაციტაძე ადგილობრივებს, აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების და უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, სათემო აქტივისტები, დევნილები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საჯარო დებატები ევროკავშირის პროექტის ორგანიზებით იმართება.
„რამდენიმე დღეში 9 წელი სრულდება 2008 წლის ომის შემდგომ, თუმცა არავინ არ დასჯილა იმ საშინელი დანაშაულების გამო, რაც ომის დროს იქნა ჩადენილი. ახლა უკვე საერთაშორისო სისხლის სასამართლოს გამოძიება მიმდინარეობს ამ დანაშაულებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს ამ გამოძიების შედეგები,“ - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია კაციტაძემ.