ხარაგაულში, სარკინიგზო მაგისტრალზე მშენებლობის დროს დაშავებული ერთ-ერთი მუშა ცოტა ხნის წინ თბილისში, კლინიკა „ლანცეტში“ გადმოიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულს თავში აქვს დაზიანებები მიღებული. მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და ამ ეტაპზე ოპერაციას არ საჭიროებს.
დაშვებული მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისას ორი მუშა დაშავდა. თავდაპირველად, ორივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა დამძიმდა და მისი თბილისში გადმოყვანა გახდა აუციელბელი.
როგორც „კურიერს“ პროფკავშირებში განუცხადეს, შემთხვევა გვირაბის ნაწილის ჩამოშლამ გამოიწვია. სამუშაოებს ჩინური კომპანია აწარმოებდა.