მშენებარე სარკინიგზო გვირაბი სოფელ ანასეულში მოულოდნელად ჩამოინგრა. ადგილზე მყოფი მუშებიდან განსაკუთრებით მძიმედ ორი დაშავდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. დაშვებულების ახლობლები მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ლაპარაკობენ.
შემოვლითი გვირაბის მშენებლობას ხარაგაულში კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აწარმოებს.
გვირაბის მშენებლობისას უბედურ შემთხვევებს არ გამორიცხავდა სეისმოლოგი თეა გოდოლაძე. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი ამტკიცებს, რომ მშენებლობის ადგილი მეწყრული ზონაა. სამშენებლო ნორმების დარღვევაზე რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ.
სამშენებლო ნორმების დარღვევებს არ ადასტურებს ხარაგაულის გამგებელი. საკრებულოში კი აცხადებენ, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში, მომხდარს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.