04 ნოემბერი 2024,   21:58
ვრცლად
სტამბოლის ციხეში საქართველოს 150 მოქალაქე შიმშილობს - ახლობლები სასტიკ მოპყრობაზე საუბრობენ

სტამბოლის ციხეში საქართველოს 150 მოქალაქე შიმშილობს. პატიმრების ოჯახის წევრები კურიერთან მსჯავრდებულებისადმი სასტიკ მოპყრობაზე საუბრობენ და დიპლომატიურ წარმომადგენლებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

„მეოთხე დღეა, რაც შიმშილობენ და 2 დღეა, საჭმელი აღარც შეაქვთ. 150 პატიმარი შიმშილობს და ყველა ქართველია. საჭმელი, სალოცავი კუთხე უნდათ და უხეში მოპყრობა კიდევ. საელჩოში ოფიციალურად შევიტანეთ განცხადება და დარეკვითაც, მაგრამ არაფერი, არვინ არ შედის,“ - აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე, ირმა ყეინიშვილი.

ოჯახის წევრების განცხადებით, ქართველი პატიმრების კანონიერ მოთხოვნებს ყურადღებას არავინ არ აქცევს.

დღის ამბები