შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მოკლული 35 წლის გურჯაანელი ვაჟა კაციაშვილია. მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე, მოკლულის თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარი სოსო გურგენიშვილი. ისინი შვეიცარიაში დაახლოებით ორი თვის წინ წავიდნენ და ლტოლვილებად ჩაბარდნენ.
ოჯახის ინფორმაციით, მოკლული ბინაში გურგენიშვილსა და უცხოელ მოქალაქესთან ერთად ცხოვრობდა, სხვა დეტალები მათთვის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით მიზეზი შესაძლოა ძველი კონფლიქტი გამხდარიყო. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შვეიცარიაში საქართველოს საელჩო, თუმცა უცნობია როდის მოხერხდება გადმოსვენება. ოჯახმა დახმარების თხოვნით უკვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც განმარტავენ, რომ უწყება პროცედურების შესაბამისად იმოქმედებს.