მთაწმინდაზე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში შვეულმფრენი ჩაერთო. როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შვეულმფრენის ჩართვა რთული რელიეფის გამო გახდა საჭირო.
ამ დროისთვის მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ცეცხლის ლიკვიდირებისთვის 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მეხანძრე შეუძლოდ გახდა, რადგან ის უშუალოდ ხანძრის კერასთან, მიუვალ ადგილას მუშაობდა.