ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე დღის ორი საათისთვის გაჩნდა. ცეცხლის კერები მალავე გავრცელდა და ორ ჰექტარ ფართობს მოედო.
ხანძრის გაჩენიდან ორ საათში, მთაწმინდის ერთ-ერთ ფერდობზე გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდაციისთვის მეხანძრე-მაშველებს ხუთ საათზე მეტი დასჭირდათ. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის პროცესში აუცილებელი გახდა ავიაციის ჩართვაც.
მთაწმინდაზე დღეს გაჩენილი ხანძარი სპეციალისტებმა დივერსიის კიდევ ერთ მაგალითად მოიაზრეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდში შესაძლოა, ტემპერატურა გახდეს, თუმცა ექსპერტები პრევენციული ზომების არარსებობაზე საუბრობენ. მათი აზრით, მთავრობის პრიორიტეტი სწრაფი და ეფექტური რეაგირება უნდა იყოს.
ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, მიუვალ ადგილებში, ხანძარს მხოლოდ მაღალი ტემპერატურა არ იწვევს.
სახეობათა კონსერვაციის ცენტრ ნაკრესში ამბობენ, რომ გახშირებული ხანძრები შესაძლოა, საქართველოს არაკეთილმოსურნე მეზობელ ქვეყანას აწყობს და ბუნებრივი სტიქიის ხელოვნურად გამოწვევა რუსეთის ფედერაციის ინტერესში შედის.
ხანძრის ფაქტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სამართალდამცავების ინფორმაციით, საქმის ბოლომდე მისაყვანად ყველა ვერსიას განიხილავენ.