18 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ახმეტის გამგებლის წარმომადგენელი თუშეთში ხანძრის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს

„არის საშიშროება, რომ გავრცელდეს, რადგან ნიავია და შესაძლებელია, ცეცხლი სხვა ფართობებზეც გადაიტანოს,“ - ეს განცხადებ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო კახოიძემ, თუშეთში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გააკეთა.

მან ხანძრის სხვა ფართობზე გავრცელება არ გამორიცხა.

თუშეთში ამ წუთებში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ხახაბოს მიმდებარე ტყეს გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მთაზე ხანძრის ერთდროულად ორი კერა გაჩნდა.

მოსახლეობის განმარტებით, ადგილები მიუვალია. შემთხვევის ადგილისკენ მისვლას ცდილობს თელავის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბისაა ხანძარი.

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, კერებს სპეციალურად გამოყოფილი ვერტმფრენით დაათვალიერებენ.

 

დღის ამბები