18 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ცეცხლის ჩაქრობის დროს კახეთში ერთი მეხანძრე დაშავდა

შილდის ტყეში ცეცხლის ჩაქრობის დროს ერთი მეხანძრე დაშავდა. მას მარჯვენა მტევანზე თითები აქვს დაზიანებული. როგორც დაშავებული მამაკაცი ყვება, შემთხვევა მიუვალ ადგილზე მოხდა, სადაც ის ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში იყო ჩართული.

ექიმების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ხელი თაბაშირში ჩაუსვეს და მეხანძრე მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

ხანძარსაწინააღმდეგო  სამუშაოები კახეთში დღეს დილიდან განახლდა. 

დღის ამბები