18 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები თუშეთში დილიდან განახლდა - ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარს უკიდია

თუშეთში მდებარე სოფელ ხახაბოში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები დილიდან განახლდა. რამდენიმე წუთში ადგილზე ვერტმფრენსაც ელოდებიან.

ხახაბოში ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარს უკიდია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ ეტაპზე 70-მდე ადამიანია ჩართული.  სახანძრო სამაშველო ბრიგადებს ადგილობრივი მოხალისეები და რეინჯერებიც ეხმარებიან. დღის განმავლობაში ხახაბოში კიდევ 40 მეხანძრე ჩავა.

ცეცხლი ადგილზე გუშინ გამთენიისას გაჩნდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, მეხის ჩამოვარდნა ყოფილიყო. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებულია, შესაბამისად, ადგილობრივებს საფრთხეს არ უქმნის.

თუშეთის გამგებელი, ლადო კახოიძე იმედოვნებს, რომ მაშველების გაძლიერებული რაოდენობა, რეინჯერები და მოსახლეობა ცეცხლის ჩაქრობას მოახერხებს. მისი თქმით, ხანძრის პირველი კერა ჩამქრალია, თუმცა ცეცხლი სხვა ფართობზეა გადასული. 

დღის ამბები