18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
"არაკაცები! ბუგიანიშვილი არის „ქართული ოცნების“ მონა" - თორნიკე მამალაძე

ბუგიანიშვილი არის „ქართული ოცნების“ მონა - ეს განცხადება, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით გასამართლებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, საქალაქო სასამართლოში, განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

სასულიერო პირის ძმა უსამართლო განაჩენზე საუბრობს და საქმის მოსამართლეს ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს.

„არაკაცები არიან, საქართველოში არ არსებობს სამართლიანობა. ესენი არიან არაკაცები. ბუგიანიშვილი არის „ქართული ოცნების“ მონა. სამართლიანობა არ არსებობს,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  მამა გიორგი მამალაძეს ბრალდება ანგარებით მკვლელობის მომზადების მცდელობას ედავებოდა. მოსამართლემ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა.

წაყენებული ბრალი 18 /108-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. მოსამართლემ ბრალდებას მოხსნა ანგარებით მკვლელობის მომზადება.

ბრალდებული გიორგი მამალაძე მოსამართლემ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაშიც გაამტყუნა და მიუსაჯა 2 წელი, თუმცა უფრო მძიმე ბრალდებამ შთანთქა მისჯილი 2 წელი და დეკანოზ გიორგი მამალაძეს საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები