18 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
"სემეკმა" წყლის ტარიფის გადახედვა დაიწყო

სემეკმა დღეიდან წყლის ტარიფის გადახედვა დაიწყო. რამდენს გადაიხდის მოხმარებული სასმელ წყალში, თბილისის, რუსთავის და მცხეთის მოსახლეობა, ეს დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. დღეს ერთი მოქალაქე თვეში მოხმარებული სასმელი წყლისთვის 3 ლარსა და 14 თეთრს იხდის, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს ტარიფი გაიზრდება და ახალი წლიდან ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი ბევრად უფრო მეტს გადაიხდის. ტარიფის შესაძლო მატების გასაპროტესტებლად დღეს "ლეიბორისტები" "სემეკის" სხდომაზე, მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ.

პირველი წინააღმდეგობა პოლიციამ შრომის პარტიას "სემეკის" შესასვლელთან გაუწია, სადაც პოლიციის კორდონი იყო. პატრულის თანამშრომლებმა "ლეიბორისტების" მხარდამჭერებთა ნაწილი სხდომაზე იმ მოტივით არ შეუშვეს, რომ დარბაზში საკმარისი ადგილები არ იყო. ჩხუბის შემდეგ, "ლეიბორისტების" პოლიტიკურმა მდივანმა სხდომაზე შესვლა მაინც მოახერხა, ამის შემდეგ დაპირისპირება უკვე კომისიის წევრებთან დაიწყო. გიორგი გუგავამ "სემეკი" ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში დადანაშაულა.

ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება 31 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. მომხმარებლებს სასმელ წყალსა და რეგიონებში ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფი იანვრიდან დაუდგინდებათ. დედაქალაქში ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფით გადასახდს მომხმარებლები, 2018 წლის დასაწყისიდან გადაიხდიან.

დღის ამბები