კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ნაწილი ამ დრომდე საგარეჯოსა და გურჯაანის საავადმყოფოებში რჩება.
გურჯაანის კლინიკაში მოთავსებული სამი პაციენტიდან, ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. განსაკუთრებით მძიმეა 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანთან ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა. 5 დაშავებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება .დანარჩეი 6 კი გურჯაანის და საგარეჯოს კლინიკებში მოათავსეს.
ავარიის სავარაუდო მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე და ცუდი ხილვადობა სახელდება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.