18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
"საქართველოს ბანკში" დაყაჩაღების მიზნით შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა

საქართველოს ბანკში თავდასხმა მოხდა. ბანკის წერეთლის ფილიალში დაყაჩაღების მიზნით შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადეს, განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთნახევარში ადგილზე პოლიცია მივიდა. სამართალდამცველებმა თადამსხმელს დამორჩილებისკენ მოუწოდეს, თუმცა მან გასროლა საკუთარი თავის მისამართით განახორციელა.

ადგილზე შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართვლოს ბანკში სამართალდამცველები მივიდნენ.

ადგილზე ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა ამისა, წინასწარი ინფორმაციით,  TBC ბანკსა და საქართველოს ბაკნში ერთი და იგივე თავდამსხმელი მოქმედებდა. 

დღის ამბები