წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. დაახლოებით ერთი საათის წინ ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და თანხის გატაცება სცადა.
თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული, თუმცა დაცვის სამსახურმა თავდასხმის აღკვეთა დროულად შეძლო.
თავდამსხმელმა შენობიდან გამოსვლა და მიმალვა მოახერხა. საგამოძიებო პროცედურები ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.