18 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავი ზურაბ სოტკილავა მოსკოვში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გამორჩეულ არტისტს, ლირიულ დრამატულ ტენორს, 80 წელი 12 მარტს შეუსრულდა.

არა ერთი პრემიის ლაურეატი, სახალხო არტისტი და მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი წლების განმავლობაში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი, ასევე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი და ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი.

ზურაბ სოტკილავას, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში დაკრძალავენ. 

დღის ამბები