პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ სასამართლოზე მიცემულ სკანდალურ ჩვენებაზე, მთავარმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთა. ოხანაშვილის ჩვენება პატრიარქის ბინაში ტერორიზმში ბრალდებულებული პირების დამალვის ფაქტს ეხებოდა.
„2014 წელს, თურქეთის მოქალაქეებმა ოფიციალურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ლეგალურად ცხოვრობდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში, აღნიშნული პირების ან მათთან კავშირში მყოფი, საქართველოში მცხოვრები ადამიანების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამის ორგანოების მხრიდან არ დაწყებულა. თურქეთის რესპუბლიკის, კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, ვინაიდან, აღნიშნული პირები იძებნებოდნენ შეირაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა ისინი დააკავეს 2016 წელს და მოახდინეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შედეგად, ერთი პირი ექსტრადირებული იქნა თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო მეორე პირის მიმართ, ამჟამადაც გრძელდება საექსტრადაციო პროცედურები,“ - აცხადებს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი გრძელიშვილი.