18 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
საპატრიარქოს სკანდალის გაგრძელება - პირი, რომელიც სავარაუდოდ პატრიარქის რეზიდენციაში ცხოვრობდა საექსტრადაციო პატიმრობაშია

პირი, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში, პატრიარქის რეზიდენციას აფარებდა თავს, ამჟამად საექსტრადიციო პატიმრობაშია.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის შემდეგ, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს, პატრიარქის სახლში, ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი ადამიანების მფარველობაში ადანაშაულებს. მეუფე ასევე აცხადებს, რომ როდესაც საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ ზემოთხსენებული პირები ლაზი დევნილები არიან, ლაზების თემით სპეკულირებს.

მთავარ პროკურატურაში კი ადასტურებენ, რომ მეზობელი სახელმწიფოს მოთხოვნით მათ მართლაც დააკავეს შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ბრალდებული ორი მოქალაქე. მათგან ერთის - მუსტაფა ზორლუჯანის ექსტრადირება თურქეთში უკვე მოხდა, მეორე კი პატიმრობაში საქართველოში რჩება და საექსტრადიციო პროცესების დასრულებას ელოდება.

კურიერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მუსტაფა ზორლუჯანს, რომელიც ახლა თურქეთის ციხეში ზის და მანამდე გლდანის ციხეში იმყოფებოდა, საპატრიარქოს იურისტი, დავით ქარჩავა იცავდა.

ამასთან ერთად, გიორგი ანდრიაძე ამტკიცებს რომ ზორლუჯანი პოლიტიკური დევნილია და მას თურქეთის მთავრობა მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო დევნის. ამ საკითხზე საპატრიარქოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი დამატებით განმარტებებს არ აკეთებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები