64 გვერდიანი დასკვნა, რომელშიც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ასაბუთებს, უპასუხოდ ტოვებს კითხვას, სად შეიძინა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მომწამვლელი ნივთიერება.
დოკუმენტის ყველაზე დიდი ნაწილი დანაშულის ჩადენის მოტივს ეთმობა. მოსამართლე წერს, რომ მღვდელი პატრიარქის მდივან-რეფერენტზე იმის გამო გაბრაზდა, რომ ის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადააყენეს და ამიტომ შურისძიება გადაწყვიტა.
გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლემ არ გაითვალისწინა პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის ჩვენება, სადაც ის ამბობდა, რომ დეკანოზ მამალაძეს პოსტიდან წასვლა თავად სურდა და მეუფეს ლაზეთის ეპარქიაში დაბრუნებას სთხოვდა.
განაჩენში მოსამართლე შორენა თეთრუაშვილის "მარილზე გაშვების" შესახებაც წერს. ბესიკ ბუგიანიშვილმა დაადგინა, რომ ფრაზა "მარილზე გაშვება" თეთრუაშვილის ლიკვიდაციას ნიშნავს.
დეკანოზ მამალაძის ადვოკატები მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენს მომავალ კვირას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.