18 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებისგან ხედვის წარდგენას ითხოვს

რატომ დაიწუნა "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში წარდგენილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი და რა კონკრეტული წინადადებები აქვს ხელისუფლებას - ამ კითხვებზე დროულ პასუხებს „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაწუნებულ პროექტზე მუშაობდნენ, ასევე ითხოვენ საკითხი უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილოს.

„ამ დრომდე საზოგადოებისთვის, აქტივისტებისთვის, მათ შორის საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი არა ერთი ადამიანისთვის, არ არის ცნობილი, რა ხედვა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის კონკრეტულ დეტალებზე.

"მნიშვნელოვანია მიმართვა, რომელსაც ვუგზავნით იუსტიციის სამინისტროს, მოკლე ვადებში მოიწვიოს უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იმისთვის, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, კანონპროექტი, რომელიც მომზადდა, განვიხილოთ ყველა შესაბამის უწყებასთან,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

დღის ამბები