18 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" ფოთის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

დაკავებულია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, ფოთის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ ბუკია. სპეცოპერაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, გამთენიისას ჩაატარა. "კურიერის" ინფორმაციით, ბუკიას სამართალდამცველები ფინანსურ დარღვევებს ედავებიან. საქმე ეხება უაქციზო, კონტრაბანდული სიგარეტების შემოტანას.

მალხაზ ბუკია "პატრიოტთა ალიანსიდან" ადგილობრივ არჩევნებში მონაწილებდა და კენჭს მაჟორიტარად იყრიდა. მისი შტაბის წევრების თქმით, დაკავება არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლებამ ამ გზით ძლიერი კონკურენტი ჩამოიშორა.

”დაკავების ოქმი არ არსებობს, როგორც მეუბნებიან და არ არის აღნიშნული დაკავების დრო. აქედან გამომდინარე, თვითონ ეს მიუთითებს იმ ფაქტს, რომ არის რაღაც უკანონობა ჩადენილი, ალბათ ამას შემდგომ გააპროტესტებს ადვოკატი. ის არის პარტიული სიის მეოთხე ნომერი, ასევე კენჭს იყრის მალთაყვის საარჩევნო უბანზე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი და ჩვენ ამას განვიხილავდით, როგორც ერთ-ერთ ძლიერ კანდიდატს. ეს არის მიზანმიმართული განხორციელებული ღონისძიება, რათა დაკავებული იქნას ადამიანი, ხელი შეგვეშალოს წინასაარჩევნო აგიტაციისა და პროპაგანდის წარმოებაში“ - განაცხადა ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ფოთის საარჩევნო შტაბის უფროსმა მამუკა გობეჩიამ.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრის დაკავებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ. 

 

დღის ამბები