18 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
მეწყერის ქვეშ მოყოლილი ავტომობილი და ევაკუირებული მოსხლეობა - აჭარის ნაწილი სტიქიას ებრძვის

ინტენსიურმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა. მეწყრული კერები ქობულეთის რაიონის რამდენიმე სოფელში განვითარდა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ ქობულეთსა და ზედა სამებაში იყო. ცაიხერგა შიდა სასოფლო გზები. რამდენიმე სოფლიდან აუცილებელი გახდა მოსახლეობის ევაკუირება. გვიან ღამით საკუთარი სახლები სულ ექვსმა ოჯახმა დატოვა, რადგან მეწყერი უკვე სახლებს უახლოვდებოდა.

ქობულეთის გზაზე მეწყერის ქვეშ მოყვა მსუბუქი ავტომობილიც, რომელშიც 2 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. მაშველებმა მათი ამოყვანა უვნებლად განახორციელეს.

ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 1500-მდე აბონენტი. როდის აღუდგება მოსახლეობას დენის მიწოდება ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები