ნაპოლეონ ბონაპარტის დის შთამომავლობა, დაახლოებით 20 წლის წინ საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოვიდა და სამეგრელოში დასახლდა. ალენ მიურატი სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილის სალომე დადიანის და ნაპოლეონ ბონაპარტის დის შვილიშვილის, აშილ მიურატის შთამომავალია. 90-იან წლებში, საქართველოში დაბრუნებული ალენ მიურატი ოჯახთან ერთად, წინაპრებისეულ ზუგდიდში დასახლდა. ალენ მიურატის და მისი მეუღლის სახლი ახლა სოფელ ჭკადუაში მდებარეობს.
მიუარტებმა დადიანების აქამდე მიტოვებულ 139 წლის წინ აშენებულ საზაფხულო რეზიდენციას ახალი სიცოცხლე შესძინეს. თუმცა, პარიზიდან ჩამოსულებს ადგილზე ბოსელი დახვდათ, რომელიც საკუთარი ხელით საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს.
ავტორი: თაკო მესხი.