18 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
უბინაოდ დარჩენილები - დანაშაულებრივ საქმეში ქვეყნის მთავარი ნოტარიუსის სახელი ფიგურირებს 

მენაშენეთა ერთ-ერთი ამხანაგობის წევრები, რომლებიც უბინაოდ დარჩნენ, ქვეყნის მთავარ ნოტარიუსს სიყალბეში ადანაშაულებენ. დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ ნოტარიუსმა ყალბი დოკუმენტები დაამოწმა და გამოძიების და სხვა დამნაშავეების დაკავების მიუხედავად, მას არავინ სჯის.

თაღლითური სქემის შესახებ გამოძიება მთავრ პროკურატურაში მიმდინარეობს.

ზურაბ თედიაშვილი ერთ ერთია იმ დაზარალებულებს შორის, რომელიც ქვეყნის მთავარი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების გამო, თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა.

თედიაშვილი მენაშენეთა ამხანაგობა "დიდუბე 23"-ის ყოფილი წევრია. ის წელიწადზე მეტია დავობს და ამტკიცებს, რომ საბუთები გაუყალბეს და ბინა წაართვეს.

დაზარალებულები ყვებიან, რომ მაშინ, როდესაც გოგოლაძეზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, ის იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე გახდა.

თაღლითურ სქემას რამდენიმე დაზარალებული ჰყავს, ყველა ბინის გარეშე დარჩა.

კანონის თანახმად სანოტარო ბიუროს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას თავად ნოტარიუსები არჩევენ. თუმცა, საბოლოო სიტყვას იუსტიციის მინისტრი ამბობს. თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ გოგოლაძის მიმართ სამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

დღის ამბები