18 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ბავშვების გადაჭარბებული რაოდენობა და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა საბავშვო ბაღებში

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების რაოდენობა დაწესებულ სტანდარტს საგანგაშოდ აჭარბებს. 206-ე ბაღის მეორე სართულიდან სამი წლის გოგოს გადმოვარდნის შემდეგ, „კურიერი“ დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში იმყოფებოდა.

საბავშვო ბაღების ერთ-ერთი პრობლემაა ბავშვების უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაცაა, თითქმის, არც ერთ დაწესებულებას ამ დრომდე არ დაუწყია პარლამენტის მიერ მითითებული კანონის აღსრულება, რომლის პროექტიც მთავრობამ გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდთან ერთად შეიმუშავა.

დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ სწავლის დაწყებიდან ორ-სამ კვირაში მშობლების ნაწილი ბავშვებს ბაღში აღარ წაიყვანს. დავით ნარმანიას იმედი აქვს, რომ ბავშვების დიდი რაოდენობა მოკლე ხანში სწორედ ასე შემცირდება. ბაღების აღმზრდელები მერის ამ შეფასებას არ ეთანხმებიან

არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სკოლამდელთა დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე სრულად პასუხისმგებლობა ბაღების სააგენტომ უნდა იტვირთოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები