თავზე ჩამოცმული ცელოფანი, დახრჩობის მცდელობა და გაუპატიურების მუქარა აღიარებითი ჩვენების მისაღებად - სახალხო დამცველი პოლიციელების მხრიდან ბრალდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარუდო ფაქტს ასაჯაროებს და რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართავს.
ომბუდსმენის ინფორმაციით, ბრლადებულს თავდაპირველად თავის არეში დაარტყეს, შემდეგ თავზე ჩამოაცვეს პარკი და კისერთან ისე მოუჭირეს, რომ სუნთქვა გაუჭირდა. პარკი კი მხოლოდ მაშინ მოხსნეს, როცა აღიარებითი ჩვენების მიცემას და ოქმზე ხელმოწერას დათანხმდა. მისი მტკიცებით, პოლიციელი თავის არეში ფეხსაცმელს ურტყამდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე ბრალდებულს ემუქრებოდნენ მისი ოჯახის წევრების გაუპატიურებით.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულმა ცემის დროს გონებაც დაკარგა, ხოლო მე-8 დაწესებულებაში შესახლებისას მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. აღნიშნული პირის დაკავება 5 დღის წინ მოხდა.