დაპირისპირება სოფელ კუმურდოს მოსახლეობასა და პოლიციას შორის- ინციდენტი მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო გუშინ მოხდა. ადგილობრივებმა სოფლის ეკლესიაში შესვლა და ეზოში მდებარე საფლავზე ქვაჯვარის დადგმა სცადეს, რისი საშუალებაც მათ დაცვის პოლიციამ არ მისცა. მასშემდეგ რაც სიტუაცია უმართავი გახდა ადგილზე პოლიცია, მოგვიანებით კი სპეცრაზმი გამოიძახეს, რასაც ადგილობრივების გაღიზიანება და სამართალდამცავებთან შეტაკება მოჰყვა. სოფელ კუმურდოში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რის შემდეგაც სიტუაცია მალევე განიმუხტა.
დაპირისპირების შედეგად ნაცემია პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. დაზიანებულია სამართალდამცველების კუთვნილი რამდენიმე მანქანაც.