ბათუმში, მშენებლობაზე დაშავებული მუშების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უბედური შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია "ალიანს პალასის" ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მოხდა - შენობის მესამე სართულზე ხარაჩო იმ დროს დაიშალა, როცა ბეტონის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მუხლით, რომელიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.