18 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - სახალხო დამცველი შემაჯამებელ დასკვნას გამოაქვეყნებს

სახალხო დამცველი ე.წ.ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შემაჯამებელ დასკვნას გამოაქვეყნებს. როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ის ამჟამად თავს შეიკავებს შორენა თეთრუაშვილის სკანდალური ჩვენების კომენტირებისგან თუმცა დასკვნაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი გამოაქვეყნებს, დაფიქსირებული იქნება ყველა ის დარღვევა, რაც დაფიქსირდა როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლო პროცესების მსვლელობის დროს.

„შორენა თეთრუაშვილის ჩვენებაზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ზოგადად „ციანიდის საქმეს“ და ამ საქმის მიმდინარეობას, ჩვენ ამჟამად უკვე ვასრულებთ და უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ შესაბამის დასკვნას, რომელშიც იქნება შეჯამებული ყველა ის დარღვევა, რომელიც ჩვენს მიერ დაფიქსირდა ამ პროცესის  მსვლელობის დროს როგორც საგამოძიებო, ასევე სასამართლოს პროცესების მიმდინარეობის დროს“,-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შორენა თეთრუაშვილის სკანდალური ჩვენება, სადაც ის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დუმილს არღვევს „კურიერმა“ მოიპოვა. თეთრუაშვილი აღიარებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმე არის დანაშაული მოტივის გარეშე. პატრიარქის მდივან-რეფერენტის ნაამბობიდან ირკვევა, რომ დეკანოზი საპატრიარქოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე პატრიარქის მოთხოვნით დაინიშნა. მისივე მტკიცებით, ქორეპისკოპოსს იაკობს პატრიარქმა წელიწადნახევრის წინ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და მამა გიორგი მამალაძეს მიანიჭა, რამაც მეუფე გააბრაზა  პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ილია მეორე კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა. თეთრუაშვილი ცდილობდა, მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ მას შემდეგ, რაც მეუფე იაკობს ილია მეორემ საპატრიარქოს სიმდიდრის განკარგვის უფლება ჩამოართვა, ეკლესიის შიგნით დაპირისპირება დაიწყო.

ავტორი:თაკო სურგულაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები