18 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოროშენკოს გადადგომა მოითხოვეს

აქცია ოდესაში - შეკრებილებს სიტყვით მიმართა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა. მიხეილ სააკაშვილმა და აქციაზე მყოფებს საკუთარი გეგმების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, ის აპირებს კიევში ხელისუფლების შეცვლას, რადგან მთავრობამ მას ოდესის შეცვლაში ხელი შეუშალა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეკრებილებს მოუბოდიშა კიდეც იმის გამო, რომ მან საკუთარი გეგმების განხორციელება ამ დრომდე ვერ შეძლო. აქციაზე ისმოდა პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნა. სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. ვითარება პოლიციის ჩარევის შემდეგ მალევე განიმუხტა.

დღის ამბები