18 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
"ვინ გითხრათ, რომ ეს ქართული ტაძარია"- მრევლი კუმურდოს ეკლესიაზე საუბრობს

სოფელ კუმურდოში მდებარე ტაძარში, სადაც ამჟამად სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს დედა ნინომ ლოცვა აღავლინა. მანამდე ტაძარში ილოცეს სოფელ კუმურდოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმაც, რომლებმაც განმარტეს, რომ ეს ტრადიციაა და ყოველ კვირას ამ ტაძარში ლოცულობს როგორც მართლმადიდებელი მრევლი ასევე, გრიგორიანელები. არის თუ არა ტაძარი ქართული?- სოფელში აზრი ორად იყოფა. ნაწილი ამბობს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„ვისაც უნდა ის შევიდეს და ილოცოს, ამაში ჩვენ ხელს არავის ვუშლით. ჩვენ გუშინ გვინდოდა, რომ  ჩვენი წინაპრების საფლავებზე ჯვარი აღგვემართა და ამის საშუალება არ მოგვცა პოლიციამ,“-აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი სანდრო ავედისიანი. 

სოფელის მცხოვრებლების ნაწილი ფიქრობს, რომ ტაძარი ქართული არ არის. ამბობენ, რომ ათასი წლის წინ არავინ იცის ვისი იყო ეს მიწა.

„ვინ გითხრათ რომ ეს ქართული ტაძარია? ეს არც სომხურია და არც ქართული. აქ შეიძლება ბერძნები ან ასურელები ცხოვრობდნენ. ათასი წლის წინ ხომ არ ვიცით აქ ვისი მიწა იყო. არ არის ეს ქართული ეკლესია,“-აცხადებს ჟორჟ სახარიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ადგილობრივებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა ტაძარში შესვლას და ჯვრის აღმართვას ითხოვდა იმ ადგილას, სადაც მათი თქმით წინაპრების სამარხებია განთავსებული. ადგილობრივებს ამის საშუალება დაცვის პოლიციამ არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები