18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
თეთრუაშვილმა იცრუა... ხელის მოწერის უფლებამოსილება აქვს პატრიარქის მიერ უფლებამინიჭებულ ადამიანს, - გიორგი ფანცულაია

პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის სასამართლო ჩვენებას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ეხმაურება. უფლებადამცველის განცხადებით, შორენა თეთრუაშვილმა სასამართლოზე ინფორმაციების გარკვეულ ნაწილში რეალობა დაადასტურა, ხოლო იყო გარკვეული ნაწილი, სადაც მან სცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანა. 

„რეალური ის ნაწილი იყო, რომ მართლაც მეუფე იაკობი განაწყენებული იყო დეკანოზ გიორგი მამალაძეზე და ჩვენ ეს არა ერთხელ აღგვინიშნავს, რომ სწორედ მეუფე იაკობის და შორენა თეთრუაშვილის ჯგუფი დაუპირისპირდა და მეუფე იაკობი სწორედ იმით იყო განაწყენებული, რომ გიორგი მამალაძეს დაევალა, რომ ქონებრივი საკითხებზე განეხორციელებინა სრული მონიტორინგი. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც უშუალოდ პატრიარქს გადააბრალა ვალდებულება შორენა თეთრუაშვილმა, ამ ნაწილში მან ნამდვილად იცრუა, იმიტომ რომ კონკორდატში პირდაპირ წერია, რომ ხელის მოწერის უფლებამოსილება აქვს პატრიარქს, აქვს ქორეპისკოპოსს, მდივანს და ასევე პატრიარქის მიერ, უფლებამინიჭებულ ადამიანს,“ - აცხადებს გიორგი ფანცულაია.

 

დღის ამბები