საინფორმაციო აქცია სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ასოციაცია ”უსაფრთხო სათამაშოს” ფარგლებში - სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია სპეციალისტებმა მიაწოდეს. არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების შემოტანის რეკომენდაციით უჩა ნანუაშვილმა საქართველოს მთავრობას უკვე მიმართა.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ დროზე მოხდეს ევროკავშირის იმ დირექტივის იმპლემენტაცია, რომელიც აკრძალვას ქვეყანაში ყველა იმ სათამაშოს წარმოებას თუ გავრცელებას, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვების ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. ასეთი არაერთი სათამაშოა სამწუხაროდ. წლების განმავლობაში ბაზარი დაურეგულირებელია“,-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.