18 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ივანიშვილის "პანორამა-თბილისი," 1 ლარად გაყიდული ქონება და თბილისის შეცვლილი კონტურები-ივანიშვილზე მორგებული გადაწყვეტილებები საკრებულოში

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ერთ-ერთ კომპანიას თბილისის ცენტრში მიწის ფართობი 1 ლარად გადაეცა. ამას წინ უძღოდა საკრებულოს ხმაურიანი სხდომა და გადაწყვეტილება მიწის ფართობისთვის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით. საუბარია ყოფილი ცეკავშირის და ახლა უკვე "პანორამათ ბილისის" ერთ-ერთ ბიზნეს-ცენტრსა და ხელოვნების მუზეუმს შორის მდებარე ფართობზე, რომელიც უკვე მზად არის იმისთვის, რომ ყოფილი პრემიერის კუთვნილმა კომპანიამ სამ დონიანი ავტოსადგომი ააშენოს.

თბილისში ამბობენ, რომ ადგილზე, რომელზეც ივანიშვილის კომპანია მიწისქვეშა სადგომს ააშენებს, მიწისქვეშა წყლები გადის და შესაძლოა ამ მშენებლობას ფატალური შედეგები მოჰყვეს. საკრებულომ კი აღნიშნული ფართობისთვის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ გეოლოგიურ დასკვნას არ გაცნობია. აღნიშნული ფართის გარდა, ბიძინა ივანიშვილს უკვე შემოღობილი აქვს სივრცე, რომელიც ჯერ არ შეუძენია, მაგრამ გარანტირებულად მისი გახდება. საუბარი კრწანისი-შინდისის გზაზე მდებარე მიწის ფართობზე. მის გარდა ყოფილი „პანორამა თბილისის“ დამკვეთი ბოტანიკური ბაღის გასწვრივ 40 ჰექტარს ფლობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები