სოფელ კუმურდოში ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს არავინ იცის. სადაო ქრისტიანული ტაძარი და მისი ისტორიაა. ქართველი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ნაგებობა უდავოდ ქართულია, რაზეც წარწერებიც მეტყველებს და იქ შესაბამისი რესტავრაციაც მიმდინარეობს ტაძრისა და ღვთისმსახურების აღსადგენად. სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას კი არ აინტერესებს რას ფიქრობენ ქართველი მეცნიერები და დარწმუნებულები არიან, რომ ტაძარი სომხურია და სარესტავრაციო სამუშაოების დროს ნაპოვნი ძვლები თურქული გენოციდის მსხვერპლ სომეხ წინაპრებს ეკუთვნით.