18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
საბავშვო ბაღი მხოლოდ ერთი ოთახით - სოფელ ტეზერის ბავშვების გასაჭირი

სოფელ ტეზერის მოზარდებს საბავშვო ბაღში უწევთ სიარული, სადაც პატარა სივრცე და რთულ პირობებია. პატარა ოთახი ბაღს ტეზერის სკოლამ დაუთმო. პატარა სივრცის გამო, ოთახში არ არის საწოლები და დაღლილ ბავშვებს დასვენების შესაძლებლობა არ აქვთ. ბაღში არ არის საკვების მისაღები შესაბამისი პირობებიც. 

მასწავლებელი ამბობს, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის შესაბამისი პროგრამის გავლა პატარა ოთახში შეუძლებელია.

პატარა ოთახში ხელსაბანი კუსტარულად აქვთ მოწყობილი. საპირპარეშო კი სკოლის ეზოში საკმაოდ მოშორებით არის.

ბაღის პრობლემასთან ერთად სოფელს უგზოობაც აწუხებს. 5 დიდ უბნად დაყოფილი ტეზერი გაზიფიკაციის პროექტში მოხვდა, თუმცა სამუშაოებმა სოფლის გზები დააზიანა. 

ხაშურის რაიონის გამგეობაში ამბობენ, რომ ერთი თვეში გაზიფიკაციის სამუშაოები დასრულდება და გზა თავიდან მოიხრეშება.

ავტორი: თაკო მესხი. 

დღის ამბები