18 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
კონსტიტუციის პროექტი - საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს მოლოდინშია

საპარლამენტო უმცირესობის ერთი ნაწილი პრეზიდენტისგან ვეტოს ელის. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ კონსტიტუციის არსებული პროექტის მიღებით, დაკანონდება უსამართლობა. ამიტომ, მათი შეფასებით, აუცილებელია, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ვეტოს უფლება გამოიყენოს.

„ორი აზრი არ არსებობს, რომ ვეტო უნდა დაადოს. ამ კონსტიტუციის მთავარი პრობლემა ერთი მოკლე ფრაზით, რომ გამოვხატოთ არის ის, რომ ის აკანონებს უსამართლობას. ყველაფერი ის, რასაც ქართველი საზოგადოება ამდენი წლის განმავლობაში ელტვოდა, დასრულდება ფაქტიურად და მივდივართ სრულიად საპირისპირო მიმართულებით,“ -განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა

"ევროპულ საქართველოში" კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი უნდა შეეცადოს "ქართული ოცნების" დარწმუნებას, მიიღოს განსხვავებული კონსტიტუცია.

„მაინც საჭირო არის დიალოგი „ქართულ ოცნებასთან“, რომ იქნებ ჩვენ მივიღოთ დოკუმენტი რომელიც მოემსახურება არა „ქართულ ოცნებას“, არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესებს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი ღია უნდა იყოს დიალოგისთვის და შეეცადოს დაარწმუნოს „ქართული ოცნება,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

ქვეყნის პირველ პირს 8 დღე რჩება ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

ამავე თემაზე
დღის ამბები