18 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
მექვაბიშვილმა მითხრა, რომ ჯავახიშვილს აქვს კარგი გამოცდილება, რაც საჭიროა ამ უწყებისთვის" - ნინო ლომჯარია

ახალი გენერალური აუდიტორის მისვლის შემდეგ, აუდიტის სახელმწიფო სამსახურში საკადრო წმენდა დაიწყო. დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს გენერალური აუდიტორის ორი მოადგილე, ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე.

ნინო ლომჯარია, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგზე, “კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით წმინდა მენეჯერული გადაწყვეტილება იყო.

„ჩვენ გვქონდა ერთკვირიანი გარდამავალი პერიოდი, როდესაც ახალ აუდიტორს გადავაბარე და ავუხსენი ყველა ის მიმართულება რაზეც ვმუშაობდი. შესაბამისად, ველოდი გადაწყვეტილებას, თუმცა არ იყო ჩემთვის ცნობილი, რა ტიპის გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო. ეს არის ახალი მენეჯმენტის და ახალი მენეჯერის გადაწყვეტილება. ნამდვილად არ გვისაუბრია მიზეზებზე, ბუნებრივია, თანამშრომლობა არის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ორმხრივად თანამშრომლობის სურვილი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  

არსებული ინფორმაციით, დაკავებულ თანამდებობაზე რჩება გენერალური აუდიტორის კიდევ ერთი მოადგილე, წარსულში „ქართუ ბანკის“ დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი.  ნინო ლომჯარიას თქმით, ირაკლი მექვაბიშვილმა ჯავახიშვილის უწყებაში დატოვების მიზეზი, მისი პროფესიონალიზმით ახსნა.

„როგორც ჩემთან საუბრის დროს იყო აღნიშნული, ეს იყო წმინდა მენეჯერული გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა იმ ადამიანების პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც რჩებიან სამსახურში. სხვა მიზეზები და გარემოებები ჩემთან დასახელებული არ ყოფილა. მე მითხრა, რომ ნოდარ ჯავახიშვილს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, რაც საჭიროა ამ უწყებისთვის, ჩემზე აღარ მისაუბრია,“ - აცხადებს ლომჯარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები