„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პრეზიდენტს მოუწოდებს გადადგეს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყნის პირველი პირის ეს ქმედება გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს, რის შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით კენჭს ვეღარ უყრის.
„პრეზიენტმა უნდა დაადოს ვეტო აღნიშნულ ანტიკონსტიტუციურ ცვლილებებს. საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი, რაც იქნება აღნიშნული ცვლილებების ფაქტიურად დასამარება. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოვაწეროთ ხელი მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებზე, რათა დაყადაღდეს ბიძინას ქარვასლა, მისი კრიმინალური მილიარდები. ეს დაანგრევს და ჩამოშლის სისტემას,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ქვეყნის პირველ პირს 8 დღე რჩება ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში დარწმუნებული არიან, რომ გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებით ისარგებლებს.