სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ცოტა ხნის წინ შარტავას ქუჩაზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. შელაპარაკება აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდა.
ცოტა ხნის წინ აქციის ორგანიზატორებმა ქუჩის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მოქალაქეებმა, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებიან საავტომობილო გზის გადაკეტვის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ სავალი გზის ერთი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რათა ავტომობილებისთვის გადაადგილების საშუალება მიეცათ. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები გზის ერთ ნაწილზე იმყოფებიან. საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
რაც შეეხება აქციას, თბილისის მერიასთან კვლავ რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად. ისინი დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.