18 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
სირიაში პანკისის კიდევ ერთი მკვიდრი დაიღუპა

სირიაში პანკისის კიდევ ერთი მკვიდრი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი ერთ-ერთ შეტაკებას ემსხვერპლა. ის სირიაში 2015 წლის 2 აპრილს, თანაკლასელ რამზან ბაღაკაშვილთან ერთად წავიდა. ორივე მათგანი ომალოს საჯარო სკოლის მოსწავლე იყო და სირიაში წასვლის შემდეგ ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდნენ.

დაღუპულის ოჯახი სამძიმარს უკვე იღებს. პანკისის ხეობიდან სირიაში უკვე რამდენიმე ათეული ახალგაზრდა დაიღუპა.

დღის ამბები