„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი 2 ოქტომბრის ქართველთა გენოციდის დღედ გამოცხადებას ითხოვს. შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური მოთხოვნით მიმართავს. გაგრის დაცემიდან 25 წლისთავზე ნათელაშვილი მომხდარის გამოძიებას, დამნაშავეთა ინტერპოლით ძებნის გამოცხადებას და დასჯას მოითხოვს.
„მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს გამოცხადდეს 2 ოქტომბერი ქართველთა გენოციდის საერთაშორისო დღედ და ყველა დამნაშავე, ვინც აქტიურად მონაწილეობდა კონფლიქტში, ომში, ქართველთა გენოციდში გამოცხადდეს ინტერპოლის საშუალებით ძებნაში, დაიძებნონ ისინი დედამიწის ყველა კუთხეში და ჩამოყვანილი იყვნენ საგამოძიებო იზოლატორში“,-აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.