ძლიერი წვისმის შედეგად წყალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახლადგახსნილ ჩამოფრენის დარბაზში ჩამოვიდა, თუმცა ამას რაიმე სერიოზული გართულებები არ მოჰყოლია.
როგორც აეროპორტში განმარტავენ დაზიანდა სადრენაჟე მილი, რომლის საშუალებითაც წვიმის წყალი სახურავიდან გარეთ გადის. აეროპორტში ასევე აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც დარბაზი ექსპლუატაციაში შევიდა, ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა.