ლას-ვეგასში მომხდარ სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. მიუხედავად ამისა გამოძიება თავდამსხმელის კავშირს ტერორისტებთან ამ დრომდე ვერ ადასტურებს.
მომხდარზე უკვე გააკეთა განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ ის ოთხშაბათს გარდაცვლილების ოჯახებს შეხვდება.
"ეს იყო ბოროტების აქტი," - გადანცხადა ტრამპმა.
ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის სტუმრებს ცეცხლი 64 წლის სტივენ პედოკმა გაუხსნა. თავდასხმის მომენტში ქანთრის ცნობილი შემსრულებლის, ჯეისონ ოლდინის კონცერტს 22 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. შეიარაღებული მამაკაცი მათ სასტუმრო "მენდელეი ბეის" წინ მიმდინარე 32-ე სართულიდან 15 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ესროდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 58 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 500-ს აჭარბებს.