18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
პატრიარქსა და მღვდელმთავრებს შორის საუბრის ფარული ჩანაწერი, რომლის გაყიდვასაც უცნობი პირი ცდილობს

რამდენიმე დღეა მოქალაქე, რომელიც ვინაობას არ ამხელს, სხვადასხვა მედიასაშუალებებს უკავშირდება და სთავაზობს საპატრიარქოში ჩაწერილ აუდიო ფაილს. ჩანაწერში ილია მეორე, სამი მიტროპოლიტი და პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის მზადების შესახებ საუბრობენ. თავად ჩანაწერში შესაძლოა სკანდალური არც არაფერია, მაგრამ ფაილის გავრცელების მსურველი ჟურნალისტებთან საუბარში დაბეჯითებით მიუთითებს, რომ ჩანაწერი მეუფე გერასიმემ შექმნა.

მასალაში, რომლის აუთენთიკურობა დადგენილი არ არის, წყაროს თქმით მაღალი იერარქიის სასულიერი პირები პატრიარქს არწმუნებენ, რომ კრებაზე წასვლა არ ღირს, რადგან ის ამერიკული პროექტია. რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიას ებრძვის. 

დღის ამბები