„ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო რეჟიმზე გადადის და არ დაელოდება 21 ოქტომბერს“,-ეს განცხადება საგანგებო ბრიფინგზე პარტიის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა. მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუშვებს, რომ მერიამ სისრულეში მოიყვანოს გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად გადასცეს თაბორის მთასა და პუშკინის სკვერში მიწის ფართობები.
„ეს საკითხი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკა. ეს ეხება თბილისს. „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საპროპოტესტო რეჟიმზე რაც იმას ნიშნავს, რომ გამოვიყენებთ ყველა კანონიერი მეთოდს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ მოხდეს,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე ინფორმაციით დღეს მერიასთან გამართული საპროტესტო აქციის მსვლელობისას დაკავებული 6 პირიდან ორი კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან ისინი სამართალდამცავებმა სცემეს.