სულხან საბას ქუჩის მცხოვრებლები „გალერეა თბილისის“ მშენებლებს უპირისპირდებიან. ხალხი ამტკიცებს, რომ მათი ისედაც ავარიული სახლების მდგომარეობა, მასშტაბური მშენებლობის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა.
ავარიულ სახლებს ბზარების მას შემდეგ მოემატა, რაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის მშენებლებმა, ბურღვითი სამუშაოების დაიწყეს. სულხან საბას ქუჩაზე მცხოვრები 17 ოჯახი ამტკიცებს, რომ მიწა მათ ეზოში სწორედ "გალერია თბილისის" მშენებლობის გამო ჩავარდა. არაერთი მიმართვის მიუხედავად, ძველი თბილისის ამ უბნის პრობლემებით თბილისის მერია არ დაინტერესებულა.
ორბელიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები „პანორამა თბილისის“ ნაწილია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ”თანაინვესტირების ფონდი” აფინანსებს. ადგილობრივები იხსენებენ, რომ მშენებლობის დაწყებამდე კომპანიამ სახლის დაზიანების შემთხვევაში მისი გამაგრების პირობა დადო, თუმცა ამ შეთანხმებას ვერ იხსენებს ”გალერეა თბილისის” დირექტორი.